ლევან მახაშვილი სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობაზე: საქართველომ გაიარა წარმოუდგენელი პროგრესი

საქართველომ გაიარა წარმოუდგენელი პროგრესი, რომელიც შედარებადაც კი არ ღირს სხვა სახელმწიფოებთან, – ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ევროკომისიის ანგარიშს.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო დღეს უკვე არის მზად ევროკავშირის წევრობისთვის ან ყველაფერი იდეალურად არის – არა, მაგრამ საქართველომ გაიარა წარმოუდგენელი პროგრესი, რომელიც შედარებადაც კი არ ღირს სხვა სახელმწიფოებთან, იქნება ეს ეკონომიკა, ძლიერი ინსტიტუტები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ეფექტიანობა, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობა.

ამ მიმართულებით ვერც კი შეედრება უკრაინა, მოლდოვა თუ ზოგი ერთი სხვა კანდიდატი ქვეყანა საქართველოს. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. ამ პროგრესის გაგრძელებას ჩვენ ვაპირებთ ისე, რომ სახელმწიფომ შექმნას იმგვარი გარემო, რომ სასამართლომ პოლიტიკური წნეხისგან მაქსიმალურად დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები“,- აღნიშნა მახაშვილმა.

ცნობისთვის, 2013 წლიდან სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გაუმჯობესებით საქართველო ევროპული ქვეყნების ხუთეულშია. ევროკომისიამ „ფრიდომ ჰაუსის“ 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები