წელს ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია დაიწყება

2025 წელს დაიწყება და 2028 წლამდე გაგრძელდება ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციის დროს სრულად გამაგრდება სასახლის კონსტრუქციული მზიდები, საძირკველი, აივნისა და გადახურვის ბურჯები.
რესტავრაცია ჩაუტარდება რეზიდენციის საგამოფენო დარბაზებს და მათ ავთენტიკური, ისტორიული სახე დაუბრუნდება.
„რესტავრატორები იმუშავებენ დედოფლისეული სასახლის უნიკალური ე.წ. ლაზური აივნის შენარჩუნებისთვისაც, მას რესტავრაცია ნახევარ საუკუნეზე მეტია არ ჩასტარებია.
უფლისწულის სასახლისთვის მომზადდება სპეციალური სადრენაჟო სისტემა, რომელიც სასახლის საძირკველს ზედმეტი ნალექისგან დაიცავს.
რესტავრაციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ – რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეების და ისტორიკოსების ჩართულობით მომზადდა. რესტავრაციის დასრულების შემდეგ დამთვალიერებელი დედოფლის სასახლეში განახლებულ დარბაზებსა და იმ აღდგენილ უნიკალურ ნივთებს იხილავს, რომლებიც სასახლეში საუკუნეზე მეტია არ გამოფენილა. დედოფლისეულ სასახლეში ბოლო კაპიტალური რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები