ბერლინში, ისრაელის საწინააღმდეგო აქციაზე 188 ადამიანი დააკავეს

ბერლინში, 18 აგვისტოს საღამოს, ტიერგარტენის რაიონში, ისრაელის საწინააღმდეგო აქციის შემდეგ 188 ადამიანი დააკავეს.

გამოძიება ტერორისტული ორგანიზაციების სიმბოლოების გამოყენების, წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელებზე თავდასხმის ეჭვმიტანილების საფუძველზე დაიწყო.

როგორც ცნობილია, სამართალდამცველთა რამდენიმე წევრი მსუბუქად დაშავდა.

მედიის ცნობით, გერმანიის ხელისუფლება ბოლო თვეებში ცდილობს გაამკაცროს წესები ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ აქციებზე, რათა ძალადობრივი ინციდენტები და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევები თავიდან აიცილოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები