შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგნაციო კასისმა განაცხადა, რომ შვეიცარია რუსეთსა და უკრაინას შორის სამიტის მასპინძლობისთვის “სრულად მზადაა”.
„მე 200%-ით მჯერა ამ სამიტის ჩატარების და ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვმსჯელობთ“, – განაცხადა კასისმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დააკონკრეტა, რომ შვეიცარია პუტინს „იმუნიტეტს“ შესთავაზებს, თუ ის „სამშვიდობო კონფერენციაზე მოვა“, მიუხედავად იმისა, რომ მასზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული დაკავების ორდერი მოქმედებს.
მინისტრის თქმით, პუტინს “იმუნიტეტი” შეეხება მხოლოდ სამიტის ფარგლებში მონაწილეობისას და არ გავრცელდება სხვა შემთხვევებზე.
შვეიცარია აღნიშნავს, რომ მისი მიზანია მშვიდობის დიალოგის მხარდაჭერა და სამიტის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
როგორც მედია იტყობინება, სამიტი დაგეგმილია ჟენევაში, რასაც მხარს უჭერენ ევროპისა და აშშ-ის ლიდერები, თუმცა გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლისა და ICC–ს პრინციპების შესახებ კითხვებს იწვევს.