გერმანიაში აუქციონზე პუტინის მექანიკურ ფიგურას გაიტანენ (ვიდეო)
კიოლნის სააუქციონო სახლი Team Breker-ი აუქციონზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფიგურას გაიტანს. ღონისძიება 14-15 ნოემბერს ჩატარდება. რუსეთის პრეზიდენტის ფიგურა მაგიდასთან დოკუმენტის ხელმოწერისას არის გამოსახული. ვიდეოს კომენტარში აღნიშნულია, რომ პუტინი ყირიმის და სევასტოპოლის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მიღების დოკუმენტს აწერს ხელს. მექანიკურ პუტინს მოძრავი თავი და შუშის თვალები აქვს, ის კლასიკურ კოსტიუმშია გამოწყობილი, დოკუმენტს კი მელნითა და კალმით აწერს ხელს.
მექანიკური კომპოზიციის ავტორი შვეიცარიელი მეთოჯინე კრისტიან ბაია. ის ძვირფასი თოჯინების შექმნითაა დაკავებული. ბაის მიერ შექმნილი თოჯინის – ახალგაზრდა ბიჭის ფასი, რომელიც ფლეიტაზე უკრავს, 6 მილიონი დოლარია. მის დასამზადებლად მეთოჯინეს 15 000 საათი დასჭირდა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=4UUnsYqNx54″ width=”560″ height=”315″]