გივი მიქანაძემ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან ერთად, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.

მინისტრს სკოლის დირექტორმა მარიამ კობიაშვილმა მიმდინარე პროექტებთან და მიღწეული შედეგებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის ფარგლებში გივი მიქანაძემ, სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფის, ეთნიკური უმცირესობების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის მიერ განხორციელებული პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამომავლო გეგმები განიხილა.

მინისტრმა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის თანამშრომლებისგან არსებული გამოწვევების შესახებ მოისმინა დეტალური ინფორმაცია და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელა.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები და ამასთანავე, დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ურუშაძე.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები