ფონ დერ ლაიენი: “შუა დერეფანი” სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისკენ მიმავალი გზაა

“შუა დერეფანი” (ტრანსკასპიური დერეფანი ) ვაჭრობასა და თანამშრომლობას ნორმად აქცევს სამხრეთ კავკასიის აქამდე არასტაბილურ რეგიონში, რაც რეგიონის ქვეყნებს ერთმანეთთან და ევროპასთან დააკავშირებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბრიუსელში ელჩების კონფერენციაზე განაცხადა.

გლობალურ პროექტებსა და ევროპისთვის მათ მნიშვნელობაზე საუბრისას, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ტრანსკასპიური დერეფნის მაგალითი მოიყვანა, რომელიც აზიიდან ევროპაში საქონლის მიწოდებას 30-დან 15 დღემდე შეამცირებს.

ფონ დერ ლაიენის თქმით, „ეს დერეფანი ასევე სამხრეთ კავკასიის ყოფილ მეომარ ქვეყნებს ერთმანეთთან და ევროპასთან“ დააკავშირებს.

„ისევე, როგორც ქვანახშირმა და ფოლადმა გააერთიანა ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ ახალ დერეფანს შეუძლია, ვაჭრობა და თანამშრომლობა ნორმად აქციოს პრობლემურ რეგიონში და გზა გაუხსნას არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენაც“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ევროკავშირის ინვესტიციები ამ რეგიონში, ისევე როგორც აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, კავშირს პოზიტიური პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობებს აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები