თენგიზ შარმანაშვილი – ოპოზიციის გაერთიანებაზე: უნდათ ქართველი ხალხი დაარწმუნონ, რომ კოალიციურად რაღაც სასიკეთოს გაუკეთებენ საქართველოს – ხალხი ამას არ დაიჯერებს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის გაერთიანებას გამოეხმაურა.

“როდესაც ბრძანება არ აქვთ ხოლმე მოსული, რომ ერთად იყვნენ ან გაერთიანდნენ, ეს ადამიანები ისეთ რამეებს ამბობენ ერთმანეთზე, ცუდ სიზმარშიც კი არ დაგვესიზმრება. შემდეგ, 15 წუთში რატომღაც თანამებრძოლები და მეგობრები ხდებიან. უნდათ ქართველი ხალხი დაარწმუნონ, რომ კოალიციურად რაღაც სასიკეთოს გაუკეთებენ საქართველოს. ხალხი ამას არ დაიჯერებს“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები