პაკისტანში წყალდიდობას ასობით ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მომხდარ მასშტაბურ წყალდიდობას, სულ მცირე, 337 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაკარგულად ითვლება.

სტიქიის შედეგად ათასობით სახლი დაზიანდა, ქუჩებში წყლის მასამ მანქანები წაიღო და ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიადგა.

ყველაზე მეტად დაზარალდა ხაიბერ-პახტუნხვის პროვინცია, განსაკუთრებით მთიანი რაიონები, სადაც ადგილობრივებმა უსაფრთხოების მიზნით მაღალ ადგილებში გადაადგილება სცადეს.

ხელისუფლების ცნობით, სამაშველო სამუშაოებში სამხედრო ძალებიც ჩაერთნენ, თუმცა ძლიერი წვიმა და გრუნტის მეწყერი ოპერაციებს აფერხებს.

ათასობით დაზარალებული დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი. მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, რეგიონში ძლიერი ნალექი მომდევნო დღეებშიც მოსალოდნელია, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის.

ცნობისთვის, ქვეყანაში 26 ივნისიდან მოყოლებული, ნორმაზე მაღალი მუსონური წვიმებია მოსული, რასაც 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები