საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვას შვილებთან ერთად დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.
,,ბახმაროში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა შემოქმედებმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა.
სადღესასწაულო ლიტურგიაზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა”,- წერია ინფორმაციაში.