მედია: თეთრი სახლის მოლაპარაკებების წინ, ტრამპი ზელენსკის კომპრომისისკენ მოუწოდებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთთან ომის დასრულების მიზნით შეთანხმება დადოს.
ტრამპი ამბობს, რომ ომის დასასრულებლად ზელენსკი რუსეთის ზოგიერთ პირობას უნდა დაეთანხმოს, მათ შორის, უკრაინამ ყირიმი უნდა დათმოს და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი განაცხადოს.
ტრამპის განცხადებით, ზელენსკის შეუძლია „ომი თითქმის მყისიერად დაასრულოს“, თუკი ამ ნაბიჯებზე წავა.
„უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია რუსეთთან ომი თითქმის დაუყოვნებლივ დაასრულოს, თუ ამის სურვილი ექნება, ან შეუძლია ბრძოლა გააგრძელოს. ობამას მიერ მიცემული ყირიმი ვერ დაბრუნდება და უკრაინა ნატოში ვერ შევა. ზოგიერთი რამ არასდროს იცვლება!“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ კიევის პოზიციის გარეშე ომის დასრულებაზე შეთანხმება მიუღებელია და კიდევ ერთხელ ადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ცნობისთვის,ზელენსკის დღეს დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ევროპელი ლიდერები შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა დღეს, ვაშინგტონის დროით 13:15 საათზე (თბილისის დროით 21:15 საათზე) დაიწყება.