ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის უკვე ჩავიდა ვაშინგტონში, რათა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდეს.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს მიწვევისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისა და მისი პარტნიორების მიზანია, ომის „სწრაფად და საიმედოდ“ დასრულება და მშვიდობა გრძელვადიანი გაგრძელება.
“ყველას თანაბრად გვსურს ამ ომის სწრაფად და საიმედოდ დასრულება. მშვიდობა კი ხანგრძლივი უნდა იყოს. არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის, დონბასის ნაწილი დაეთმო, ან როდესაც უკრაინას 1994 წელს სავარაუდო „უსაფრთხოების გარანტიები“ მიეცა, მაგრამ ეს არ გამოვიდა”,- განაცხადა ქვეყნის ლიდერმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მაშინ ყირიმის დათმობის საჭიროება არ იყო, ისევე, როგორც 2022 წლის შემდეგ უკრაინელებმა არ დათმეს კიევი, ოდესა და ხარკოვი.