ტაივანში ტაიფუნი „პოდული“ მძვინვარებს – ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ტაივანში, აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებს ტაიფუნი „პოდული“ დაატყდა თავს. შედეგად, ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, ათობით დაშავდა, ათიათასობით ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ტაივანის ეროვნული სახანძრო სააგენტოს ცნობით, სამხრეთ ოლქში, ჩიაიში, 28 წლის მამაკაცი მას შემდეგ დაიკარგა, რაც ტაიფუნის დროს, ტალღებმა თევზაობისას წაიღო.
გარდა ამისა, ტაივანის მთავრობის ცნობით, ქარიშხლის შედეგად სულ მცირე 33 ადამიანი დაშავდა.
ტაივანის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ქარიშხლის მოახლოების გამო 7000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული.
ტაივანის ცენტრალური მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის ცნობით, ქარიშხალი აღმოსავლეთ ოლქ ტაიტუნგს შუადღისას დაატყდა თავს, მაქსიმალური ქარის სიჩქარით საათში 96 მილი, რაც მე-2 კატეგორიის ქარიშხლის სიჩქარის ტოლია, თუმცა იგი კუნძულის ცენტრალური მთების დარტყმის შემდეგ შესუსტდა.
ადმინისტრაციის ცნობით, ქარიშხლის ცენტრი გვიან შუადღისთვის ტაივანს გადაკვეთდა და ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსკენ გაემართებოდა.