იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტების ნავი ჩაძირა – დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი

იტალიის კუნძულ ლამპედუზას სიახლოვეს მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა.

იტალიის სანაპირო დაცვამ დაახლოებით 70 ადამიანი გადაარჩინა, თუმცა მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ ირკვევა.

მოსალოდნელია, რომ ნავში ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპისკენ მიმავალი 97 ადამიანი იმყოფებოდა.

სამაშველო ოპერაცია ამ დროისთვისაც გრძელდება, ხოლო დაღუპულთა ცხედრები ლამპედუზას პორტში გადაჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ცნობით, წელს, ცენტრალური ხმელთაშუა ზღვის მარშრუტზე 675 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები