უკრაინა ალასკის სამიტის ჩაშლის მიზნით, საკუთარ ქალაქზე დრონებით იერიშს გეგმავს – რუსეთის თავდაცვა
უკრაინა ალასკის სამიტის ჩაშლის მიზნით, საკუთარ ქალაქზე დრონებით იერიშს გეგმავს,- ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მტკიცებით, სამიზნე ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი ჩუგუევია.
“პარასკევს, უშუალოდ სამიტის დაწყების წინ, უკრაინის შეიარაღებული ძალები, უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით, ქალაქის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე პროვოკაციულ იერიშს გეგმავს. დარტყმას “დააფიქსირებენ” ადგილზე წინასწარ მობილიზებული ჟურნალისტები.
კიევის რეჟიმის პროვოკაციის შედეგად, დარტყმაზე და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, იმისთვის, რომ შეიქმნას ნეგატიური მედია ფონი და რუსულ-ამერიკული სამიტის ჩაშლის საბაბი”,- ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყნის თავდაცვის ინფორმაციის თანახმად, პროვოკაციები კიევის რეჟიმის კონტროლის ქვეშ არსებულ სხვა რეგიონებშიც არის მოსალოდნელი.