არჩილ გორდულაძე: არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ
„უკვე მერამდენედ არჩევნებში, დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად, ქართველი ხალხის მტრების წინააღმდეგ,“ – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ნაცი „ნაცობას“ არ იშლის და ერთმანეთთან დაპირისპირება არის ფარსი და ეს მასკარადი მოწყობილია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ „ლელოელი“ და „გახარიელი“ ნაცების გარეცხვა მოხდეს. ჩვენი გუნდის წარმატება გარდაუვალია. ქართველი ხალხი არასდროს დაუჭერს მხარს აგენტურას და არ მოიყვანს სხვისი დავალების შემსრულებლებს ხელისუფლებაში. უკვე მერამდენედ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად, ქართველი ხალხის მტრების წინააღმდეგ“, – აღნიშნა გორდულაძემ.