ძლიერმა წვიმებმა ვისკონსინის შტატში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ვისკონსინის შტატში, ძლიერმა წვიმებმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია.
შაბათ-კვირას შტატში ისტორიულად მაღალი დონის ნალექების გამო ჩაიძირა მანქანები, გაითიშა ელექტროენერგია და გაუქმდა ყოველწლიური სახელმწიფო გამოფენა.
ყველაზე მეტად მილუოკი დაზარალდა, სადაც ზოგიერთ რაიონში 25 სანტიმეტრზე მეტი ნალექი მოვიდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რამდენიმე რაიონში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში რეგიონში კიდევ დამატებითი ნალექებია მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გაართულებს წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლას.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.