უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქში ორი სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინის სამხედრო ძალებმა სუმის ოლქში, სტეპნოესა და ნოვოკონსტანტინოვკას დასახლებები რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი თავის Telegram არხზე იტყობინება.

„225-ე ცალკეული სადესანტო პოლკის ჯარისკაცებმა აქტიურად განდევნეს მტრის დანაყოფები უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიღმა“, – აღნიშნა დეპარტამენტმა.

გენერალურმა შტაბმა ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები ყველა ღონეს ხმარობენ რუსი დამპყრობლების შეტევითი გეგმების ჩაშლისა და მათი საბრძოლო პოტენციალის ამოწურვის მიზნით.

დეპარტამენტის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ თავდაცვის ხაზში შეჭრილი მტრის დივერსიული ჯგუფების იდენტიფიცირებისა და განადგურების მიზნით, დამატებითი ძალებისა და რესურსების გამოყოფა გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები