შინდისის გმირის, მარლენ ბარამიას დედა: ამაყი ვარ, რომ ასეთი შვილი გავზარდე
,,17 წელი გავიდა, მაგრამ ჩვენთვის ეს 17 წელი 17 დღესავითაა”,- ამის შესახებ შინდისის გმირის, მარლენ ბარამიას დედა, მედეა გულუა აცხადებს.
მისი თქმით, შვილით ამაყია.
“17 წელი გავიდა, მაგრამ ჩვენთვის ეს 17 წელი 17 დღესავითაა. ვერ დავივიწყებ ვერასდროს. დრო ვითომ მკურნალია, მაგრამ არაფერი მკურნალი არ არის. ერთთავად, მაინც ამაყი ვარ, რომ ასეთი შვილი გავზარდე.
აფხაზეთიდან პატარა გადმოვიყვანეთ, იქაც მამამისი იბრძოდა. გამოდის, რომ მეომარი ოჯახიდანაა, ბაბუამისიც მეომარი იყო სამამულო ომში – მამამისიც და ჩემმა შვილმა მთლად დააგვირგვინა”, – აღნიშნა მედეა გულუამ.
ცნობისთვის, შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა.