თენგიზ შარმანაშვილი ხაზარაძეზე: დაიწყო ხელის გაშვერა აქეთ-იქით და ბოლოს, იქამდე მივიდა მათი თავხედობა, რომ საკუთარ ქვეყანას მილიარდ-ნახევარი დოლარის დაკისრება დაუპირა და ამის ჯიბეში ჩადება

„დაიწყო ხელის გაშვერა აქეთ-იქით და ბოლოს, იქამდე მივიდა მათი თავხედობა, რომ საკუთარ ქვეყანას მილიარდ-ნახევარი დოლარის დაკისრება და ამის ჯიბეში ჩადება დაუპირა,“- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა მამუკა ხაზარაძის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი გაურკვევლობა დაუგროვდა ცხოვრებაში ხაზარაძეს და გადაბრალება მისი სტილია.

“მას რომ ჰკითხო, ეს გაუგებრობაა და ისე, კანონის რა დარღვევის ტიპია, შემოსავლების სამსახური გაარკვევს ამას. ძალიან ბევრი გაურკვევლობა დაუგროვდა ცხოვრებაში ამ კაცს და გადაბრალება მისი სტილი არის და ყოველთვის სადღაც იშვერს ხელს. თვითონ ვერ მოახდინა სწორი მენეჯმენტი, ამხელა საქმე ჩააბარეს, ანაკლიის პორტის მშენებლობა, დაიწყო ხელის გაშვერა აქეთ-იქით და ბოლოს, იქამდე მივიდა მათი თავხედობა, რომ საკუთარ ქვეყანას მილიარდ-ნახევარი დოლარის დაკისრება და ამის ჯიბეში ჩადება დაუპირა.

არ უნდა გამოავლინოს არცერთი პოლიტიკური ორგანიზაციისადმი რაიმე ტიპის გადახრა დიპლომატმა ადგილსამყოფელ ქვეყანაში. ის უნდა იყოს აბსოლუტურად ნეიტრალური და უნდა განახორციელოს ვენის კონვენციის შესაბამისად თავისი ქმედებები.აქ მარტო სახლის დაქირავებასთან ან იჯარით აღებასთან კი არ გვაქვს საქმე. აქ საქმე გვაქვს იმასთან, თუ ვისგანაც იქირავა, საჯაროდ დაიწყო ამ ადამიანის პოლიტიკური გაპიარება“, – აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები