კრემლის პროექტს დე ფაქტო აფხაზეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა – “ჩვენს მომავალს წერტილს უსვამთ”…

  ოკუპირებულ აფხაზეთში კრემლის მიერ მომზადებულ „მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა სოხუმში საგანგებო შეხვედრა გამართეს.
როგორც დე ფაქტო აფხაზეთში აცხადებენ, დოკუმენტის ტექსტი ბუნდოვანია და მთელ რიგ საკითხებში აფხაზეთის ე.წ. კონსტიტუციას და ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„მე ვერ ვხედავ რუსეთისთვისაც სარგებელს, რომ ამ ფორმით მოახდინოს აფხაზეთის ინტეგრაცია. კეთილი ინებონ რუსმა ექსპერტებმა და ამიხსნან რა იგულისხმება ამ დოკუმენტში. რამდენადაც ვხვდები სიტყვა „ინტეგრაცია“ ჩვენი დამოუკიდებლობის მტერია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მომავალს წერტილს უსვამთ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ ვიღაც გვამოწმებს, რამდენად ბრმად, წაუკითხავთ, გაუაზრებლად შეგვიძლია რაღაცის ხელმოწერა“, – ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის ხელმძღვანელმა არდა ინალიპამ.
შეხვედრას დე ფაქტო სოხუმის ლიდერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც ესწრებოდა, რომელმაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რაულ ხაჯიმბა შეთანხმების პროექტით გათვალისწინებულ გარკვეულ პუნქტებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
„პრეზიდენტმა საკმაოდ ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია, რომ დოკუმენტი მთელ რიგ საკითხებში არ შეესაბამება აფხაზური საზოგადოების ინტერესებს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი აღმასრულებელი და საკანონმდებლო“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასტამურ ტანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები