„ნაცმოძრაობის“ წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ლაშა ცანავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან ექსვიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები