„ლიტერატურულ გმირთა თანავარსკვლავედი“ – ეკა მუხაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას საკუთარი ნახატი გადასცა
მხატვარმა ეკა მუხაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას მის მიერ შესრულებული ტილო – „ლიტერატურულ გმირთა თანავარსკვლავედი“ – გადასცა. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ნახატის ორიგინალი ეროვნულ ბიბლიოთეკაში განთავსდება, ხოლო დასკანერებული ასლები საგანმანათლებლო დაწესებულებებში გავრცელდება.
ნახატის შექმნის იდეა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, კონსტანტინე გამსახურდიას ეკუთვნის. ნამუშევარი ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით შესრულდა.
ტილოზე იხილავთ 72 ლიტერატურულ გმირს შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, ეგნატე ნინოშვილის, დავით კლდიაშვილის, ვასილ ბარნოვის, ლევან გოთუას, ლეკო თათაშელის, პოლიკარპე კაკაბაძის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, ლეო ქიაჩელის, მიხეილ ჯავახიშვილის, ნოდარ დუმბაძის, ჭაბუა ამირეჯიბის, ოთარ ჩხეიძის ნაწარმოებებიდან.