გიორგი ვოლსკი: პრობლემები რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარების პროფესიონალური, ინტელექტუალური და პოლიტიკური ნება გააჩნია კახა კალაძეს

„პრობლემები რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარების პროფესიონალური, ინტელექტუალური და პოლიტიკური ნება გააჩნია კახა კალაძეს,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, არის უშველებელი სოციალური პროგრამები, რომლებიც კეთდება და კარგია თუ მთელს ქვეყანაში გვექნება რესურსი გავაკეთოთ იგივე, რასაც თბილისი აკეთებს თბილისებისთვის.

„ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქალაქ თბილისში. ჩვენ თითქოს არ გვახსოვს ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც თუნდაც კომუნიკაციებს ახასიათებდა. პრაქტიკულად მომსპარი იყო, მემკვიდრეობით უმძიმესი სურათი მივიღეთ. ეს ქალაქი გახდა ერთ-ერთი გამორჩეული თავისი სილამაზით და კომფორტით ევროპულ დედაქალაქებს შორის. არის უშველებელი სოციალური პროგრამები, რომლებიც კეთდება და კარგია თუ მთელს ქვეყანაში გვექნება რესურსი გავაკეთოთ იგივე, რასაც თბილისი აკეთებს თბილისებისთვის. არც ის დაგვავიწყდეს, რომ თბილისში მოსახლეობის უდიდესი რაოდენობაა თავმოყრილი.

პრობლემები რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარების პროფესიონალური, ინტელექტუალური და პოლიტიკური ნება გააჩნია კახა კალაძეს. სწორედ აქედან გადაწყდა, რომ მის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს „ქართული ოცნება“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ კახა კალაძეს თბილისის მერობის კანდიდატად დღეს წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები