ლევან მახაშვილი: ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ,“- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ყველა ხედავს – ერთი მხრივ, არის უნიკალური საქველმოქმედო საქმიანობა, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აწარმოებს საქველმოქმედო ფონდთან და მეორე მხრივ, ამ საქველმოქმედო საქმიანობის დაზიანებისთვის ეს დეზინფორმაციული კამპანია, ასევე, ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ოჯახისთვის სახელის შეურაცხყოფისთვის. რა თქმა უნდა, ამ ტიპის ცილისმწამებლურ დეზინფორმაციას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართუ ბანკი“ „ტვ პირველისგან“ დეზინფორმაციისა და ცილისწამების უარყოფას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები