რუსეთი მოლდოვის არჩევნებში ჩარევის გეგმას არ ადასტურებს — პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, რომ რუსეთი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევას ამზადებს, პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.
„რუსეთი არ ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და ასეთი განცხადებები უსაფუძვლოა,“ — განაცხადა პესკოვმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე.
პესკოვის თქმით, კრემლს მოლდოვის შიდა პოლიტიკაში ჩარევის მიზანი არ აქვს.
მან ასევე გააკრიტიკა მოლდოვის ხელისუფლება იმაში, რომ ყურადღება არ ექცევა რუსეთში მცხოვრებ ათასობით მოლდოველს, რომლებსაც შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდოთ.
როგორც უცხოური მედია წერს, პესკოვის უარყოფის მიუხედავად, მოლდოვის უსაფრთხოების სამსახური და დასავლელი პარტნიორები სანდუს განცხადებებს სერიოზულად ეკიდებიან.
შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში 2025 წლის 28 სექტემბერს გაიმართება.