კრემლი – “რუსეთს იმუნიტეტი აქვს სანქციების მიმართ”

დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად რუსეთისთვის დაწესებული საბოლოო ვადის 10 დღემდე შემცირებას დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.

კრემლმა გაასაჯაროვა, რომ აკვირდება დონალდ ტრამპის განცხადებებს სანქციებთან დაკავშირებით, მაგრამ რუსეთს უკვე მსგავსი შეზღუდვები ვეღარ აფერხებს.

“ჩვენ დიდი ხანია სანქციების ქვეშ ვცხოვრობთ, ჩვენი ეკონომიკა, მიუხედავად შეზღუდვებისა, მაინც მუშაობს, მაშასადამე, რა თქმა უნდა, გამოვიმუშავეთ იმუნიტეტი მსგავსი შემთხვევების მიმართ.” – განაცხადა კრემლი სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები