ვხედავთ, თუ როგორ შეიცვალა ამ 8 წლის განმავლობაში თბილისი, თუ როგორი გალამაზებულია. შესაბამისად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კახი კალაძე გააგრძელებს ამ საქმიანობას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა კახი კალაძესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქში, რა თქმა უნდა, პრობლემები რჩება, თუმცა კახი კალაძეს მათ მოსაგვარებლად გააჩნია სწორი ხედვა.
„ვხედავთ თუ როგორ შეიცვალა ამ 8 წლის განმავლობაში თბილისი, თუ როგორი გალამაზებულია. შესაბამისად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში იგი გააგრძელებს ამ საქმიანობას.
მან იცის აბსოლუტურად ყველა პრობლემა, რაც არის დედაქალაქში და რა თქმა უნდა, პრობლემები რჩება, თუმცა კახის აქვს სწორი ხედვა ამ პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.