მაია სანდუ: კრემლი მოლდოვის დემოკრატიის დესტაბილიზაციას ცდილობს
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ რუსეთი 2025 წლის 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში “უპრეცედენტო ჩარევას” გეგმავს.
მისი თქმით, კრემლი მიზნად ისახავს მოლდოვის დესტაბილიზაციას, რათა ხელი შეუშალოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის ახალ პარლამენტში პრორუსული ძალები დაამკვიდროს.
სანდუს თქმით, მოსკოვი იყენებს ჰიბრიდულ მეთოდებს – მათ შორის კრიპტოვალუტის გზით დაფინანსებულ პრორუსულ პარტიებს, საინფორმაციო კამპანიებს, კიბერშეტევებსა და ყალბი საპროტესტო აქციების ორგანიზებას.
სპეციალური სამსახურების ინფორმაციით, რუსეთს უკვე მობილიზებული აქვს დაახლოებით 100 მილიონი ევროს ღირებულების რესურსი, რომლის დიდი ნაწილი არალეგალურ არხებზე გადის.
„ეს არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკის საკითხი. ეს გეოპოლიტიკური ბრძოლაა – დემოკრატიულ მოლდოვასა და ავტორიტარული გავლენების გაერთიანებას შორის,“ – განაცხადა სანდუმ.
როგორც მედია იუწყება, მოლდოვის ეროვნული უშიშროების სამსახური და პარტნიორი ქვეყნები აქტიურად მუშაობენ სიტუაციის კონტროლზე.
მოლდოვა საერთაშორისო თანამეგობრობას – განსაკუთრებით ევროკავშირსა და NATO-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ არჩევნების უსაფრთხოებას და დემოკრატიული პროცესის დაცვას.