ტრამპმა უკრაინელ ლტოლვილებს კონფლიქტის დასრულებამდე აშშ-ში ყოფნის უფლება მისცა

აშშ-ში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები ომის დასრულებამდე აქ დარჩენას შეძლებენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეები, რომლების ქვეყნიდან წავიდნენ და თავშესაფარი აშშ-ში ნახეს, კონფლიქტის დასრულებამდე იქ დარჩენას შეძლებენ.

„დიახ, ჩვენ მათ ამის უფლებას მივცემთ. უკრაინიდან ჩვენთან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა და მათთან ვმუშაობთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ში მყოფი უკრაინელისთვის დროებითი ლეგალური სტატუსის გაუქმებას გეგმავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები