კონფერენცია დღესაც გრძელდება, მექნება შესაძლებლობა, როგორც პანელური დისკუსიის ფარგლებში, ასევე გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდე და კოლეგებს მივმართო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში მიმდინარე ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ და სხვა კოლეგებთან, სადაც არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაზე ისაუბრებენ.
„ჟენევაში კონფერენცია დღესაც გრძელდება. მექნება შესაძლებლობა, როგორც პანელური დისკუსიის ფარგლებში, ასევე გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდე და კოლეგებს მივმართო. აგრეთვე, მექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ და სხვა კოლეგებთან, სადაც არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაზე ვისაუბრებთ. მეორე მხრივ, ვისაუბრებთ ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და იმ საერთაშორისო გამოწვევებზე, რაც მთლიანი რეგიონისთვის და საქართველოსთვის არსებობს. კონფერენცია თავისი რიცხოვნობით გამორჩეულია, ასზე მეტი პარლამენტის თავმჯდომარე იღებს მონაწილეობს. ორმხრივი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, პარლამენტის თავმჯდომარეები ერთ სივრცეში შეიკრიბონ და საკითხები გააზიარონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.