გიორგი ვოლსკი – ელისაშვილზე: მისი პოლიტიკური პრინციპები, ცოდნა და ინტელექტი არ მიდის იმაზე წინ, რასაც აკრობატიკა ჰქვია
„ალეკო ელისაშვილმა თავი გამოიჩინა იმით, რომ შეუძლია მუშტი-კრივი გამართოს, ან აკრობატული ნომრები შეასრულოს. პოლიტიკურ აკრობატიკაშიც საკმაოდ გამოჩენილია, “- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ალეკო ელისაშვილი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა ხაზარაძეს, იმის გამო, რომ იგი საბანკო სისტემით ემსახურებოდა „ნაცმოძრაობას“, მეორე დღეს ხელს ართმევს და გადაეხვია. მისი პოლიტიკური პრინციპები, ცოდნა და ინტელექტი არ მიდის იმაზე წინ, რასაც ჰქვია ის აკრობატიკა, რომელსაც იგი პერიოდულად გვიჩვენებს ან სპორტულ დარბაზში ან პოლიტიკურ ასპარეზზე“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, „ლელო“ და გახარიას პარტია თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ალეკო ელისაშვილს წარადგენენ.