გია ვოლსკი – სანქციების დაწესება, ახალგაზრდებისთვის მოწოდება, რომ სისხლი დაიღვაროს, ეს არის ამოცანა – ამ ამოცანის შესასრულებლად ლიეტუვამ თავი გამოიჩინა, ისევე როგორც ესტონეთმა და ლატვიამ
„სანქციების დაწესება, ახალგაზრდებისთვის მოწოდება, რომ სისხლი დაიღვაროს, ეს არის ამოცანა – ამ ამოცანის შესასრულებლად ლიეტუვამ თავი გამოიჩინა, ისევე როგორც ესტონეთმა და ლატვიამ,“- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ლიეტუვას, ლატვიის და ესტონეთის იდეაა, როგორმე რუსეთის აგრესიის ქვეშ მოჰყვეს საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით საფრთხეები შემცირდეს.
„ბრიუსელის ბიუროკრატებმა ახლახან მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პასუხს მოსთხოვს ევროკავშირის 19 ქვეყანას გარკვეული პირობების დარღვევისთვის, რაც გულისხმობს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას ან ამ სანქციების რეჟიმის აღსრულებას, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ რომელიმე ქვეყანა, მაგალითად ლიეტუვა ან ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები თავს გამოიდებენ, რომ უფრო მკაცრები გამოჩნდნენ პოლიტიკის რეალიზაციაში, რომელიც ევროკავშირს საქართველოს მიმართ გააჩნია.
რას უნდა ველოდოთ ქვეყნისგან, რომელსაც მართავს პრაქტიკულად ისეთი პოლიტიკა, რომელიც იუკნევიჩიენეს ან კუბილიუსს გააჩნია. ეს არის ანტიქართული, ქართველთ მოძულე პოლიტიკა, რომელიც ჩამოაყალიბეს ამ ადამიანებმა და მარიონეტებად იყენებენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. სანქციების დაწესება, ახალგაზრდებისთვის მოწოდება, რომ სისხლი დაიღვაროს, ეს არის ამოცანა. ამ ამოცანის შესასრულებლად ლიეტუვამ თავი გამოიჩინა, ისევე როგორც ესტონეთმა და ლატვიამ.
ძალიან ცუდი იქნება თუ ცალკეული ქვეყნები აჰყვებიან ამ ტენდენციას. მთავარია შენ იყო მართალი საკუთარი ქვენის და ხალხის წინაშე. მათ შორის იმ ხალხის წინაშე, რომელიც მხარს არ გიჭერს. საქართველო უნდა გადარჩეს. ეს არის ჩვენი იდეა.
ლიეტუვას, ლატვიის და ესტონეთის იდეაა, როგორმე რუსეთის აგრესიის ქვეშ მოჰყვეს საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით საფრთხეები შემცირდეს. ეს არის სცენარი. ამ სცენარში ხან სანქციებს დააწესებენ, ხან როყიო განცხადებებს გააკეთებენ, ხანაც ჩამოვლენ და ჩვენს ბავშვებს და ახალგაზრდებს სისხლისღვრისკენ მოუწოდებენ. მე არ ვფიქრობ, რომ ლიეტუვას რაიმე მიზეზი გააჩნია გარდა ამ ბნელი ეკონომიკური თუ სხვა სტრატეგიული გეგმების აღსასრულებლად, რასაც ისინი არც მალავენ და ხმამაღლა აცხადებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ლიეტუვამ საქართველოს კიდევ ათ მოქალაქეს სავიზო სანქციები დაუწესა.