„საქართველოს ტერიტორიაზე, ბარსა და მთიან რეგიონებში ველოდებით ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას – 38-39-41 გრადუსამდე” – სინოპტიკოსი
„საქართველოს ტერიტორიაზე, ბარსა და მთიან რეგიონებში ველოდებით ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას – 38-39-41 გრადუსამდე”, – ამის შესახებ სინოპტიკოსმა, ნაირა მანველიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდი 31 ივლისამდე შენარჩუნდება.
” 31 ივლისიდან დასავლეთ საქართველოში უკვე ველოდებით ზოგან ხანმოკლე წვიმას ელჭექთან ერთად. მცირედით დაიკლებს ტემპერატურა. აღმოსავლეთ საქართველოში პირველი აგვისტოდან მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექი“, – განაცხადა სინოპტიკოსმა.