სირიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში გაიმართება
სირიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში გაიმართება,- ინფორმაციას სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA ავრცელებს.
სირიის საარჩევნო კომისიის ახალი ხელმძღვანელის, მოჰამედ ტაჰ ალ-აჰმადის თქმით, მან სირიის პრეზიდენტს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გეგმა უკვე წარუდგინა.
მას შემდეგ, რაც სირიის ლიდერი შესაბამის განკარგულებას ხელს მოაწერს, საარჩევნო ორგანოების ფორმირების პროცესი დაიწყება და კანდიდატები განაცხადების გაკეთებას შეძლებენ.
დროებითი პარლამენტი სამი წლის ვადით იქნება არჩეული. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს ექნება ქვეყნის პრეზიდენტის გადაყენების ან მისი უფლებამოსილების შეჩერების შესაძლებლობა.