“რაც უნდა ქნას, ხაზარაძისგან გმირი არ გამოვა” – ირაკლი ზარქუა
“გაოგნებული ვარ. რა უნდათ, ვერ ვხვდები. მგონი თვითონ მათ მხარდამჭერებშიც არის დაბნეულობა. რაც უნდა ქნას, ხაზარაძისგან გმირი არ გამოვა”, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ერთი მხრივ არ აღიარებენ [არჩევნების] ლეგიტიმაციას, შემდეგ გარბიან ცესკო-ში და ნომერი რომ შეინარჩუნონ, განცხადებებს წერენ. არ აღიარებენ პრეზიდენტ ყაველაშვილის შეთავაზებას და ამ დროს ადგილობრივ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. გაოგნებული ვარ. რა უნდათ ვერ ვხვდები. მგონი თვითონ მათ მხარდამჭერებშიც არის დაბნეულობა. რაც არ უნდა ქნას, ხაზარაძისგან გმირი არ გამოვა. არც იმ დანარჩენებისგან გამოვლენ გმირები. ძალით თუ უნდათ, რომ გმირის მანტია მოისხან, რომ ციხეში გამოიკეტონ რამდენიმე თვით, ეს მათი არჩევანი იყო“, – აღნიშნა ზარქუამ.