თენგიზ შარმანაშვილი: ჩემი ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძეა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება.
„თავად კახი კალაძემ განაცხადა, რომ ის ამას აპირებს. პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა, რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო მერი და ნებისმიერი ქვეყნის დედაქალაქს დაამშვენებდა ასეთი მერი. ამ პირობებში მეც მაქვს განწყობა, რომ ეს მოცემულობა არ შეიცვლება ოფიციალური დასახელების დროს. რამე სხვა თუ მოხდება, ამას ერთად შევიტყობთ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს შეიცვალოს. ჩემი ინფორმაციით, ეს კახი კალაძეა. ეს თავადაც და პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურეს. ევროპის ყველა ქალაქი ასეთ მერს ინატრებდა. სხვას ვერაფერს გეტყვით. პარტია როდის გადაწყვეტს წარდგენას, ჯერ რიცხვი არ დანიშნულა და წინასწარ ვერ გეტყვით“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.