ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერები მალაიზიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს მართავენ
ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერები მოლაპარაკებებისთვის მალაიზიაში შეიკრიბნენ.
როგორც მედია იუწყება, სამშვიდობო მოლაპარაკებებს მალაიზიის პრემიერ-მინისტრი ანვარ იბრაჰიმი ხელმძღვანელობს. სწორედ მან შესთავაზა მხარეებს მალაიზიაში ჩასვლა.
ადგილზე ასევე არიან აშშ-ის წარმომადგენლები.
ქვეყნებს შორის გამართული მოლაპარაკებების მიზანია, შეჩერდეს საბრძოლო მოქმედებები, რომლებმაც, სულ მცირე, 35 ადამიანი იმსხვერპლა და 270 000-ზე მეტი ადამიანი ტაილანდ-კამბოჯის საზღვრის ორივე მხრიდან იძულებით გადაადგილდა.
მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო შეტაკებები კვლავ გრძელდება.