6 დაღუპული – ბანგკოკის ბაზარში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მომხდარი მასობრივი სროლის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა,- ამის შესახებ Reuters-ი ტაილანდის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

დაღუპულებს შორის არიან დაცვის ოთხი თანამშრომელი, ბაზრის გამყიდველი და სავარაუდო მსროლელი.

როგორც მედია იუწყება, სროლის შემდეგ, ეჭვმიტანილი ბაზრის შუაგულში სკამზე ჩამოჯდა და თავი მოიკლა.

ხელისუფლებამ ეჭვმიტანილის მოტივის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები