გერმანიაში, მატარებლის რელსებიდან გადავარდნის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა

გერმანიის სამხრეთ ნაწილში რეგიონალური სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგადაც სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე მძიმედ დაშავდა.

რეგიონალური მატარებელი ზიგმარინგენსა და ულმს შორის მდებარე მთიან და ტყიან ტერიტორიაზე მოძრაობდა. მატარებელში, დაახლოებით, 100 მგზავრი იმყოფებოდა, სულ მცირე, ორი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.

„მე მჭიდრო კონტაქტზე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრთან და ტრანსპორტის მინისტრთან და ვთხოვე მათ, ყველა საშუალებით დაუჭირონ მხარი სამაშველო ძალებს“, – დაწერა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზის დადგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები