კოლომბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კოლომბიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
კოლომბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბრაზილია), ზურაბ მჭედლიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა კოლომბიის პრეზიდენტს, გუსტავო პეტროს.
ცერემონიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას.
საქართველოს ელჩმა გამოხატა მზაობა, აქტიურად შეუწყოს ხელი, როგორც პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებასა და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების ორგანიზებას, ასევე ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებას.
ზურაბ მჭედლიშვილმა მადლობა გადაუხადა კოლომბიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიალს ასევე ესწრებოდა კოლომბიის საგარეო საქმეთა მინისტრი, როსა იოლანდა ვილავისენსიო.