“სტუმარმასპინძლობა არის საქართველოს განსაკუთრებული ხიბლი და ის იდენტობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და ეს ყველაფერში გამოიხატება” – მაია ომიაძე
“სტუმარმასპინძლობა არის საქართველოს განსაკუთრებული ხიბლი და ის იდენტობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და ეს ყველაფერში გამოიხატება”, – ამის შესახებ „იმედის კვირას” საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ საქართველოს მსოფლიო გასტროფესტივალში მონაწილეობაზე საუბრისას განუცხადა.
„წელს შარშანდელი გამოცდილებით უკვე გვცნობენ კიდეც. სტუმრები, მედია საშუალებები სპეციალურად მოდიან იმისთვის, რომ ქართული კუთხე ნახონ, ქართული კერძების და ქვეყნის პრეზენტაციას დაესწრონ. ჩვენთან ერთად იმყოფება ღვინის ადმინისტრაცია და მასაც აქვს ქართული ღვინის 8 ათას წლოვანი ტრადიციის გაცნობითი პრეზენტაცია, ქვეყნის პრეზენტაცია ბრიტანელი სტუმრების მიმართ“, – აღნიშნა ომიაძემ.