„მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ცეცხლის რკალშია, ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, საზოგადოების მკაფიო დაკვეთით, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა” – კირცხალია

„მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ცეცხლის რკალშია, ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, საზოგადოების მკაფიო დაკვეთით, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა და იზრუნოს თავისი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი კირცხალია აცხადებს.

“ამას ვერ ეგუებიან, ამიტომ ის მუქარები, მაგიდაზე ხელის ბრახუნი დახურულ კარს მიღმა და ის ბინძური მოთხოვნები, ჩვენი ომში ჩართვის წადილი, მოთხოვნა და სურვილი ე.წ. „დიფ სთეითის“ მხრიდან, გამოვიდა ღიად სააშკარაოზე.

მხოლოდ გამოჟონილი დოკუმენტებიდან, ვნახეთ ევროპარლამენტში, სადეპუტატო კითხვაზე, კონკრეტული ევროპარლამენტარის, როდესაც ატვირთა სხვადასხვა დონორმა ორგანიზაციებმა თანხები, ათობით მილიონი მარტო ბოლო თვეებსა და ბოლო წლებში არის გადმორიცხული ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად ასობით მილიონს უდრის ის თანხები, რომელიც აქ შემოდიოდა ვითომ კეთილშობილური მიზნებით და რეალურად იხარჯებოდა აბსოლუტურად სხვა ზრახვებით და სხვა მიმართულებით. ეს მიმართულება საზოგადოებამ კარგად ნახა უკვე მეხუთე რევოლუციურ სცენარში რუსთაველის გამზირზე“, – განმარტავს კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები