“საქართველოს ისტორიას არ ახსოვს მსგავსი რუსეთის აგენტები, როგორიც დღეს ჩვენი ოპოზიციაა” – ირაკლი ჭეიშვილი

“საქართველოს ისტორიას არ ახსოვს მსგავსი რუსეთის აგენტები, როგორიც დღეს ჩვენი ოპოზიციაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის სოციალურ ქსელში ზურა გირჩი ჯაფარიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.

„საქართველოს ისტორიას არ ახსოვს მსგავსი რუსეთის აგენტები, როგორიც დღეს ჩვენი ოპოზიციაა. ეგეთი რუსული საქმე საქართველოში, მგონი, დღემდე არავის უკეთებია. არც ერთი მტკიცებულება არ გააჩნიათ ჩვენ მიმართ, რომ ჩვენ რაიმე ტიპის შემხებლობა გვქონდეს რუსეთთან და რაღაცას ბოდიალი აქვთ – ის, რომ თითქოს, ჩვენი რაღაც განცხადებები ემთხვევა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები