„ჩვენი საზოგადოება, რა თქმა უნდა, რწმუნდება, რომ  რიტორიკა, რასაც ოპოზიცია ატარებს, არის ყველანაირ საფუძველს გამოცლილი” – მაჭავარიანი

“ბატონი ჯაფარიძის განცხადებებს ჩვენთვის არანაირი ფასი არ აქვს, იგი პოლიტიკასაც ჩამოცილებულია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„ჩვენი საზოგადოება, რა თქმა უნდა, რწმუნდება, რომ  რიტორიკა, რასაც ოპოზიცია ატარებს, არის ყველანაირ საფუძველს გამოცლილი. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გასხვისდა ჩვენი ყველა სტრატეგიული ობიექტი და გადაეცა რუსეთი სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ კომპანიებს, ეს ნიშნავს რუსეთის გავლენების გაზრდას საქართველოში.

ბატონი ჯაფარიძის განცხადებასაც შევახსენებ საზოგადოებას, როდესაც 2012 წელს იგი ამ თემასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ მე ვერაფერს ცუდს იმაში ვერ ვხედავ, რომ რუსული კომპანიების ხელში არის საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტი“, – აღნიშნა  მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები