„პარტიისა და ჩვენი 41 ათასზე მეტი ჩვენი მხარდამჭერის გაცხადებული პოზიციაა, რომ ვართ ყოველთვის ღია, რათა კონკრეტული გეგმა არსებობდეს, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან, აშშ-თან ურთიერთობების თვისობრივი გადახედვა და გადატვირთვა მოხდეს” – გორდულაძე
„პარტიისა და ჩვენი 41 ათასზე მეტი ჩვენი მხარდამჭერისა და წევრის გაცხადებული პოზიციაა, რომ ჩვენ ვართ ყოველთვის ღია, მოწადინებული იმისთვის, რომ კონკრეტული გეგმა არსებობდეს, რათა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან, აშშ-თან ურთიერთობების თვისობრივი გადახედვა და გადატვირთვა მოხდეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
“ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა ახალმა ელჩმა, ქალბატონმა თამარ ტალიაშვილმა. კიდევ ერთხელ, გამომდინარე იქედან, რომ პრეზიდენტ ტრამპს „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში წარმატებას ვუსურვებთ, განსაკუთრებული პარტნიორობა ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, შეუძლია, გასწიოს საქართველომ“, – თქვა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა – თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.