“ზურაბ ჯაფარიძის მიერ ნათქვამ სიტყვებს არავითარი ფასი არ აქვს” – გია ვოლსკი

“ზურაბ ჯაფარიძის მიერ ნათქვამ სიტყვებს არავითარი ფასი არ აქვს”, – ამის შესახე ბ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ხან რუსულ თემას წამოაძახებს, საერთოდ მოდაშია რუსული თემით დაპირისპირება პოლიტიკური ოპონენტისადმი. გულწრფელი მხოლოდ მაშინ იყო, როდესაც ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობას“ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მითუმეტეს არაფერზე არ აქვს მოსახდელი ბოდიში. იგი იყო „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი და რასაკვირველია, თანამონაწილეა უამრავი დანაშაულის, რომელიც მათ ჩაიდინეს კონკრეტული ადამიანების მიმართ“, – აღნიშნა  ვოლსკიმ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები