“ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს ელჩის შეხვედრა რომელიმე სახელმწიფოს, მით უმეტეს, ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირთან” – ვოლსკი

“ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს ელჩის შეხვედრა რომელიმე სახელმწიფოს, მით უმეტეს, ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირთან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა.

„ქართულ ოცნებას“ ეს ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია იმიტომ, რომ თინა ბოკუჩავას, ან ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდეს. ეს გამოქვეყნდა იმიტომ, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არსებობს პოზიტიური ტენდენციები ურთიერთობის განვითარების და თუ საჭიროა, გადატვირთვის მიმართულებით. საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა – თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები