გერმანია უახლოეს მომავალში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას არ გეგმავს

გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ის პალესტინის სახელმწიფოს მოკლევადიან პერსპექტივაში აღიარებას არ გეგმავს.

“ისრაელის უსაფრთხოება გერმანიის მთავრობისთვის უმთავრესი მნიშვნელობისაა. ამიტომ, გერმანიის მთავრობას არ აქვს პალესტინის სახელმწიფოს მოკლევადიან პერსპექტივაში აღიარების გეგმები”,- ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, სტეფან კორნელიუსის განცხადებით, ბერლინი პრიორიტეტს „ორი სახელმწიფოს შექმნის გზით მიღწეულ გადაწყვეტას“ მიანიჭებს.

„მიუხედავად იმისა, რომ გერმანია კვლავ ერთგული რჩება პალესტინის სახელმწიფოებრიობის მიმართ, მისი აღიარება იქნება ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისკენ მიმავალ გზაზე“,- განაცხადა კორნელიუსმა და დასძინა, რომ მთავრობისთვის ისრაელის უსაფრთხოება უპირატესი მნიშვნელობისაა.

კორნელიუსმა აღნიშნა, რომ ბერლინსა და პარიზს, ასევე დიდ ბრიტანეთს შორის აღიარების შესაფერისი დროის შესახებ განსხვავებული პოზიციები არსებობს.

როგორც მედია იუწყება, სამივე ქვეყანა ერთად ქმნის E3-ს, არაფორმალურ დაჯგუფებას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებულ კრიზისზე ევროპის რეაგირებას ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი გეგმავს, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ ოფიციალური განცხადება სექტემბერში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააკეთოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები