გურამ მაჭარაშვილი: კარგია, რომ ეს პრეზიდენტამდეც არ მივა, ანუ ტრამპს არ მოუწევს იმის განხილვა, რომ მისი პოლიტიკის საწინააღმდეგო აქტის ხელმოწერის, ან არ მოწერის საკითხი განიხილოს
„აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკა რაც არის – ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა, ზუსტად ამის საწინააღმდეგო წერია ეგრეთ წოდებულ მეგობრობის აქტში,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„კარგია, რომ ეს პრეზიდენტამდეც არ მივა, ანუ ტრამპს არ მოუწევს იმის განხილვა, რომ მისი პოლიტიკის საწინააღმდეგო აქტის ხელმოწერის, ან არ მოწერის საკითხი განიხილოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
“ქრონიკის“ ინფორმაციით, „მეგობარი აქტის“ მიღება შეჩერებულია, მიზეზი სამი სენატორია, რომლებიც „მეგობარი აქტის“ მიღებას ბლოკავენ. სამივე სენატორი რესპუბლიკელია. მათგან ერთ-ერთი, ამერიკის პრეზიდენტის მეგობარი და ნდობით აღჭურვილი პირია.